- პროექტის სახელწოდება: ,,ხაჭო,,
- პროექტის იდეა : ხაჭოს დამზადების ტექნოლოგიის, თვისებების და შედგენილობის შესწავლა
- პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები იძენენ სიღრმისეულ ცოდნას არაორგანულ და ორგანულ ნაერთებზე, ხაჭოს დამზადების საოჯახო და სამრეწველო მეთოდებზე,მის შედგენილობასა და სასარგებლო თვისებებზე
- პროექტის მიზნები: მოსწავლეებს გამოვუმუშაოთ კვლევის, სინთეზის და ანალიზის მეთოდები, შეძენილი ცოდნის პრაქტიკაში დანერგვის უნარი.
- პროექტში მონაწილეთა ასაკი: მე–12 კლასის მოსწავლეები
- პროექტის ხანგრძლივობა: ერთი თვე
- მოსალოდნელი შედეგები: პროექტის დამთავრების შემდეგ მოსწავლეებს ეცოდინებათ რომელ ელემენტებს შეიცავს ხაჭო, რომელ მცენარეებში შეიძლება იყოს იგივე ელემენტები რაც ხაჭოშია. რას იწვევს ამ ელემენტების ნაკლებობა ან სიჭარბე ადამიანის ორგანიზმში, როგორ შეგვიძლია ვებრძოლოთ ამ ელემენტების ნაკლებობით ან სიჭარბით გამოწვეულ დაავადებებს.შეიქმნება ბლოგი.
- საჭირო რესურსები: ინფორმაციის მოსაძიებლად გამოვიყენებთ ინტერნეტს, უფროსი თაობის ადამიანების ნაამბობს, ქიმიის, ბიოლოგიის, გეოგრაფიის, მედიცინის სახელმძღვანელოებს
- პროექტის მსვლელობა: პირველ რიგში მოიძიებენ ინფორმაციას ხაჭოზე, მის წარმოებაზე,დაამზადებენ სახლში და აკვირდებიან იცავენ თუ არა თეორიული ინფორმაციიდან გამომდინარე ნორმებს , შემდეგ მიღებულ პროდუქტს უკეთებენ ანალიზს.
- კავშირი საგნებთან: პროექტის განხორციელებაში იყენებენ გეოგრაფიას(საქართველოს რომელ კუთხეში მისდევენ რძის პროდუქტების წარმოებას)ქიმიას, ბიოლოგიასდა მათემატიკას
- პროექტის ხელმძღვანელი: მარინა ჯაფიაშვილი
- ხელმძღვანელის ელ.ფოსტა :m.jafiashvili@gmail.com
- პროექტის ვებ–გვერდი: http://mjafiashvili.blogspot.com/
Sunday, March 20, 2011
ხაჭო
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment